საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გაცნობებთ, რომ ლიტერატურული ესეების კონკურსი „წიგნიერი 2024" იწყება!
წელს კონკურსი ჩატარდება თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და თელავში.
კონკურსის ჩატარების წესი:
20 აპრილამდე მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ მისამართზე: https://t.ly/UZzFb
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წაიკითხონ:
- ერიხ მარია რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია"
- ლეონჰარდ ფრანკის „იესოს მოწაფეები"
- ბექა ქურხულის „მკვლელი"
ზემოთ ჩამოთვლილი ნაწარმოებების მიხედვით შერჩეული საკონკურსო ესეს სათაური გამოცხადდება უშუალოდ კონკურსის ჩატარების დღეს. თარიღს მოგვიანებით გაცნობებთ.
კონკურსანტებს ესეს დასაწერად 4 საათი ეძლევათ. ნამუშევრებს ჩაიბარებს საკონკურსო კომისია.
ჟიურის მიერ გამოვლენილი სამი საუკეთესო ესეს ავტორი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით და საჩუქრებით.
კონკურსის მხარდამჭერებია არიან: თიბისი ბანკი, ელექტრონული წიგნების პლატფორმა „საბა".